Робота для біженців з України
ნეონატოლოგიის განყოფილების ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნეონატოლოგიის განყოფილების ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
შპს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ნეონატოლოგიის განყოფილების ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. №12/ლუბლიანას ქ. №66
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ანაზღაურება: 1000-1500 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური დოკუმენტაციების დროული და ხარისხიანი მომზადება და სპეციალისტთან წარდგენა;
** განყოფილების პაციენტთა ხარჯის კალკულაცია ისტორიის შესაბამისად და ანგარიშების მომზადება;
** განყოფილების პაციენტთა გაწერასთან დაკავშირებით ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება;
** განყოფილების შესრულებების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა;
** ორგანიზაციის შიგნით თანამშრომლებთან საჭირო კომუნიკაციების აწყობა ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
** თავის განყოფილებაში არსებული პერსონალის ხელფასების კალკულაცია, დათვლა და ანგარიშის მომზადება;
** კალკულაციაზე პაციენტის ან მისი პატრონის ხელმოწერის კონტროლი;
** ისეთი შემთხვევებში, როდესაც პაციენტი გადახდისუუნაროა ან უარს აცხადებს გადახდაზე, მოქალაქეთა მომსახურების განყოფილების უფროსის ჩაყენება საქმის კურსში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის/ეკონომიკის/ ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudushauri.ge ან დამიკავშირდეთ ნომერზე : +995 579 82 83 38 სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური მენეჯერი`

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე