|
დასახელება:
განვითარების/საერთაშორისო ურთიერთობების სამსახ. კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კონსულტანტის პოზიციაზე უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** ბტუ-ის უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირება და პოპულარიზაცია უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით;
** საერთაშორისო რეკრუტირების სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** უცხოელი კანდიდატების ჩარიცხვის პროცედურების ადმინისტრირება;
** უცხოელ კანდიდატებთან კომუნიკაცია;
** საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენებში, ფორუმებსა და ონლაინ რეკრუტირების ღონისძიებებში მონაწილეობა და კოორდინაცია;
** საერთაშორისო აგენტებთან, რეკრუტირების კომპანიებთან და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბება და მართვა;
** უცხოელი კანდიდატებისთვის ინფორმაციის მიწოდება სასწავლო პროგრამებზე, მიღების წესებზე, სწავლის საფასურზე, სტიპენდიებზე, ვიზასა და საცხოვრებელ პირობებზე;
** უცხოელი სტუდენტების მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანგარიშგება;
** უცხოელი სტუდენტების ინტეგრაციის მხარდაჭერა ჩარიცხვის შემდეგ;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რაც დაკავშირებულია უცხოელი პოტენციური სტუდენტების მოზიდვასთან, უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერასა და სასწავლო საქმიანობის კონტროლთან, ასევე სამსახურებრივი პოზიციის შესაბამისი ვალდებულებების შესრულებასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ ბაკალავრის ხარისხი (პრიორიტეტი მიენიჭება სოციალური მეცნიერებების ბაკალავრს);
** ინგლისური ენის ფლობა (არანაკლებ C1 დონე). სასურველია, მეორე უცხო ენის ცოდნა;
** ანალოგიური ფუნქციების შესრულების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
პერსონალის შერჩევის ეტაპებია:
** რეზიუმეს გადარჩევა;
** გასაუბრება.
სამუშაო ადგილიდა პირობები:
** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82
** სამუშაო განრიგი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00/10:00-17:00/18:00 საათი
** შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე/CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე - vacancy@btu.edu.ge;
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 20 თებერვალი;
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: vacancy@btu.edu.ge
შენიშვნა:
** ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი დაუკავშირდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს;
** პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება შესაძლებელია განხორციელდეს სხვა ვაკანსიებზე მისი კანდიდატურის განხილვის მიზნით მონაცემების გამოგზავნიდან 6 თვის განმავლობაში, ხოლო შენახვა უნივერსიტეტის ავტორიზაციის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნებისთვის კანონმდებლობით დადგენილი ვადით.
|
|
|
|