Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699381&print=yes&view=jobs
 
ექსპორტის მენეჯერის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპორტის მენეჯერის თანაშემწე
მომწოდებელი: შალვინო
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
შპს "შალვინო" არის ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია 15 წლიანი გამოცდილებით.

შპს "შალვინო" აცხადებს ვაკანსიას  ექსპორტის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel)
** ქართული (სრულყოფილად)
** სავალდებულოა რუსული ენის ცოდნა
** ინგლისური ენა - სასურველია

ძირითადი მოვალეობები:

** ექსპორტის მენეჯერისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და საჭირო პროცესის დაგეგმვა (დროის ჭრილში გაწერა)
** ღვინოსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან მუდმივი ურთიერთობა და ინფორმაციის გაცვლა (იგულისხმება ღვინის ლაბორატორია და ღვინის სააგენტო)
** სააგენტოს საბუთების მომზადება
- ლაბორატორიაში ნიმუშების გაგზავნის ორგანიზება
- ლაბორატორიაში წარსადგენი საბუთების მომზადება
- ღვინის სააგენტოში წარსადგენი საბუთების მომზადება
- ღვინის სააგენტოდან საბუთების დროული მოწოდების კონტროლი
- საბუთების გადამოწმება
** საექსპორტო საბუთების მომზადება, ასევე მათი მოწესრიგება/არქივში შენახვა
** მძღოლთან/ბროკერთან კომუნიკაცია და დავალებების მიცემა (საბუთის გამოტანა შეტანა)
** პერიოდულად საბუთების მოწესრიგება/არქივში შენახვა
** დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ყველა ტიპის ინფორმაციის მოძიება კონკრეტული შეკვეთის შესახებ. ამისათვის ყოველი შეკვეთის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს საჭირო დასკანერებული ფაილების შენახვა კომპიუტერში.
წლის დასაწყისში ყველა წინა წლის შეკვეთის არქივაცია უნდა მოხდეს კლიენტის ბაზაში. ეს პროცედურა სავალდებულოა, ასევე პაპკებში შენახვა.
** ექსპორტის მენეჯერთან ერთად ჩართულობა სხვადასხვა კონკურსების/გამოფენების მოსამზადებელ პროცესში:
- კონკურსში გასაგზავნი ნიმუშების ქარხნიდან გამოგზავნის ორგანიზება
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება (საჭიროების შემთხვევაში)
- ორგანიზაციული საკითხების მოგვარება
** ოფისში შემომავალი ზარების პასუხი
** ოფისში მოსული სტუმრებისთვის ყავა/ჩაით გამასპინძლება
** სხვადასხვა ექსპორტთან დაკავშირებული დავალებების შესრულება

უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
** დროის მართვა
** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

** ანაზღაურება: 1200 ლარი (NET)
** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ
** ლოკაცია: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ 56

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე, ელფოსტაზე: k.tsertsvadze@shalvino.ge.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია