Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერ
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერ
მომწოდებელი: ფიტნეს დარბაზი რეფორმა
გამოქვეყნდა: 06 თებერვალი / ბოლო ვადა: 06 მარტი
სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, სპინინგი და სხვა ჯგუფური ვარჯიშებით, ასევე გამოიყენოთ პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურება, თქვენზე მორგებული პაკეტებით და აბონიმენტებით.

ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება.

"რეფორმა"-ს გუნდში ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ ახალ თანამშრომელს - ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა N27
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
გრაფიკი: ცვლების მიხედვით - 08:00-16:00; 16:00-00:00
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე

ფუნქცია-მოვალეობები:

** დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა და სამუშაო გრაფიკის მართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა;
** თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** დარბაზში ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** დარბაზში ჰიგიენისა და წესრიგის კონტროლი;
** პროდუქციის შეკვეთა/მიღება/ნაშთების კონტროლი;
** სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი;
** ყოველდღიური ოპერაციების მართვა;
** კომპანიის დაგეგმილი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეალიზაციის რეპორტების წარმოება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია ინგლისური/რუსულის ენების ცოდნა.

უნარები:

** გუნდის მართვის და ლიდერული უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ გარემოს;
** ყოველთვიურ ფიტნეს აბონიმენტს;
** ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@reforma.com.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი".

სპორტ დარბაზი "რეფორმა", მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@reforma.com.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე