Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699376&print=yes&view=jobs
 
ტენდერების მართვის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
კომპანია შპს "ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ემერენ გრუპი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ხილ-ბოსტნეულის შეფუთვას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს და ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს, რომლის მეშვეობითაც პროდუქცია ნაწილდება საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი განვითარება და გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, ინოვაციური სიახლეების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტების ათვისება. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პასუხისმგებლობას, პარტნიორებთან გრძელვადიანი და საიმედო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე მომხმარებლის ნდობისა და ერთგულების მოპოვებას

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი-კვირა დასვენება)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** SPA და სხვა წყაროებში ტენდერების მონიტორინგი
** პოტენციური დამკვეთების მოძიება და პროდუქტის შეთავაზება
** საჭიროების შემთხვევაში ტენდერის ინიცირება დამკვეთთან კომუნიკაციის გზით
** ტექნიკური დავალების მოთხოვნების ფორმულირება
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება (ტექნიკური, კომერციული, საკვალიფიკაციო)
** დოკუმენტაციის ატვირთვა სატენდერო პლატფორმებზე და ვადების მკაცრი კონტროლი
** სატენდერო პროცესში კომუნიკაცია და კითხვებზე რეაგირება
** გამარჯვების შემთხვევაში ხელშეკრულებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება
** კოორდინაცია იურიდიულ, ფინანსურ და ტექნიკურ გუნდებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტენდერებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (SPA და/ან კერძო ტენდერები)
** ტექნიკური და კომერციული დოკუმენტაციის მომზადების გამოცდილება
** სატენდერო პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office-ის (Word, Excel) პროგრამების კარგი ცოდნა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ვადების მკაცრი დაცვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ, დინამიკურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და კომფორტული სამუშაო სივრცით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: mikheilkhomeriki21@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება-"ტენდერების მართვის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია