|
დასახელება:
გაყიდვების ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ფიქსინგ სოლუშენსი
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
შპს "ფიქსინგ სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის ვაკანტურ პოზიციაზე, კომპანიის საქმიანობაა სამშენებლო მასალების როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; ორშაბათი-პარასკევი: 09:30-17:30;
შაბათი: 9:30-15:00;
ანაზღაურება: 1000 ლარი (ზრდის ტენდენციით) + ბონუსი ;
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კლიენტების მომსახურება;
** ინვოისების და შეთავაზებების გაგზავნა;
** სალარო გატარებები;
** გაყიდული საქონლის აღრიცხვა და ფასების კონტროლი;
** ელექტრონული ზედნადების გამოწერა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე და სხვა კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; (MS Word, Excel, Internet);
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გადმოგზავნეთ თქვენი CV (აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება) კომპანიის ელ. ფოსტაზე: fischer.center@fixings.ge.
|
|
|
|