|
დასახელება:
შეფ-მზარეული
|
| მომწოდებელი:
Kutaisi Bazaar
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
"Kutaisi Bazaar" არის ბუტიკური სტილის 8 ნომრიანი სასტუმრო & ბარი სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს.
ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა უბრალოდ ტურისტად, არამედ ქალაქის ნაწილად.
გუნდში ვეძებთ ენერგიულ განვითარებაზე ორიენტირებულ შეფს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩვენი ბარის კულინარიულ მიმართულებას. სასტუმროს კონცეფცია არ ითვალისწინებს რთულ, მრავალკომპონენტიან "Fine Dining" კერძებს.
ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება გაფორმება წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით;
** შეკვეთების კონტროლი და გაფორმება;
** მინიმალური ნარჩენები და მცირე სამზარეულოს ინვენტარის ეფექტური გამოყენება;
** ხარისხის და ვადების კონტროლი, პროდუქტის აღრიცხვა და ჩამოწერა;
** სამზარეულოს სისუფთავის და რეცხვის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში მენიუს დაკორექტირებაში, ახალი კერძების დამატებაში ინიციატივის გამოხატვა და მომზადება.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სისწრაფე და ხარისხზე ორიენტირება;
** უკუკავშირის მიღება და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი.
ქუთაისის შუაგულში სულ მალე გაიხსნება გამორჩეული კონცეფციის ბუტიკ-სასტუმრო & ბარი Kutaisi Bazaar. თუ შენც გინდა შექმნა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ქუთაისში გამოაგზავნე რეზიუმე / CV ელ-ფოსტაზე: nina@032.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "შეფ-მზარეული" აღწერაში
|
|
|
|