Робота для біженців з України
სასტუმროს მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს მენეჯერი
მომწოდებელი: Kutaisi Bazaar
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"Kutaisi Bazaar" არის ბუტიკური სტილის 8 ნომრიანი სასტუმრო & ბარი სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს.

ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა უბრალოდ ტურისტად, არამედ ქალაქის ნაწილად.

ამ გარემოში ვეძებთ სასტუმროს მენეჯერს, რომელიც ძირითადი მიზანი იქნება სასტუმროს & ბარის ყოველდღიური ოპერაციების მართვა, მაღალი ADR-ისა და სტუმრების კმაყოფილების უზრუნველყოფა.

ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროსა და ბარის საოპერაციო საქმიანობის მართვა;
** PMS (Property Management System) სისტემის მართვა და ჯავშნების მონიტორინგი;
** სტუმარმასპინძლობის სტანდარტების (SOPs) დანერგვა და კონტროლი;
** ფინანსური რეპორტინგი და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** პერსონალის გრაფიკების მართვა და მენეჯმენტი;
** სტრატეგიული პარტნიორობებისა და სასტუმროს განვითარების გეგმის შემუშავება, აღსრულება ტოპ მენეჯმენტთან ერთად.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება პლუსად;
** Customer Service-ში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა); სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად; დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

ქუთაისის შუაგულში სულ მალე გაიხსნება გამორჩეული კონცეფციის ბუტიკ-სასტუმრო & ბარი Kutaisi Bazaar. თუ შენც გინდა შექმნა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ქუთაისში გამოაგზავნე რეზიუმე / CV ელ-ფოსტაზე: nina@032.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სასტუმროს მენეჯერი" აღწერაში
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე