Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699369&print=yes&view=jobs
 
სასტუმროს ადმინისტრატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Kutaisi Bazaar
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"Kutaisi Bazaar" არის ბუტიკური სტილის 8 ნომრიანი სასტუმრო & ბარი სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს.

ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა უბრალოდ ტურისტად, არამედ ქალაქის ნაწილად.

ამ გარემოში ვეძებთ ორგანიზებულ, კომუნიკაბელურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს, რომელიც მართავს სტუმრების მიღების, რეგისტრაციისა და ინფორმაციული მხარდაჭერის სრულ ციკლს. თქვენი მიზანია, თითოეული სტუმრის ვიზიტი გახადოთ უპრობლემო და
დასამახსოვრებელი.

ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** Check-in / Check-out: სტუმრების მიღება-განთავსება, დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშსწორება.
** ჯავშნების მართვა: სატელეფონო ზარებსა და ელ-ფოსტაზე პასუხი, ჯავშნების ასახვა PMS სისტემაში.
** სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება ქალაქის ღირსშესანიშნაობების, ტრანსპორტისა და ლოკალური "ბაზრის" შესახებ.
** მჭიდრო კავშირი ჰაუსკიპინგთან (ოთახების მზადყოფნის კონტროლი) და ბართან.
** ნებისმიერი პრობლემის ოპერატიულად და დიპლომატიურად მოგვარება სტუმრის სასარგებლოდ.
** ტურებისა და სხვა დამატებითი სერვისების დაგეგმვაში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება პლუსად
** Customer Service-ში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა). სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად. დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
** კომუნიკაციის კარგი უნარი და სტუმართან დიალოგის წარმართვა

ქუთაისის შუაგულში სულ მალე გაიხსნება გამორჩეული კონცეფციის ბუტიკ-სასტუმრო & ბარი Kutaisi Bazaar. თუ შენც გინდა შექმნა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ქუთაისში გამოაგზავნე რეზიუმე / CV ელ-ფოსტაზე: nina@032.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "სასტუმროს ადმინისტრატორი" აღწერაში
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია