Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699367&print=yes&view=jobs
 
ბარმენი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: Kutaisi Bazaar
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"Kutaisi Bazaar" არის ბუტიკური სტილის 8 ნომრიანი სასტუმრო & ბარი სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს.

ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა უბრალოდ ტურისტად, არამედ ქალაქის ნაწილად.

ამ გარემოში ვეძებთ ბარმენს, რომელიც ძირითადი მიზანი იქნება ბარის ბარის უნიკალური კონცეფციის რეალიზება და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მაქსიმიზაცია.

ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** წინასწარ შედგენილი მენიუს მიხედვით სასმელების მომზადება
** ყავის სხვადასხვა სახეობის მომზადება
** გამაგრილებელი უალკოჰოლო სასმელების მენიუს შექმნაში მონაწილეობა და მომზადება.
** ბარის მარაგების კონტროლი და ინვენტარიზაცია.
** სტუმრებთან აქტიური კომუნიკაცია და "Up-selling" ტექნიკების გამოყენება.
** საჭიროების შემთხვევაში მენიუს დაკორექტირებაში, ახალი სასმელების დამატებაში ინიციატივის გამოხატვა და მომზადება

მოთხოვნები:

** მიქსოლოგიის საფუძვლებისა და კლასიკური კოქტეილების ცოდნა.
** ყავასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ქართული ღვინოების ცოდნა.
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა

ქუთაისის შუაგულში სულ მალე გაიხსნება გამორჩეული კონცეფციის ბუტიკ-სასტუმრო & ბარი Kutaisi Bazaar. თუ შენც გინდა შექმნა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ქუთაისში გამოაგზავნე რეზიუმე / CV ელ-ფოსტაზე: nina@032.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბარმენი" აღწერაში
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია