|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
Kutaisi Bazaar
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
"Kutaisi Bazaar" არის ბუტიკური სტილის 8 ნომრიანი სასტუმრო & ბარი სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს.
ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას. ჩვენი მიზანია, თითოეულმა სტუმარმა თავი იგრძნოს არა უბრალოდ ტურისტად, არამედ ქალაქის ნაწილად.
ამ გარემოში ვეძებთ მიმტანს, რომელიც ძირითადი მიზანი იქნება შექმნას მეგობრული ატმოსფერო, სადაც ყოველი სტუმარი თავს განსაკუთრებულად გრძნობს.
ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17
სამუშაო გრაფიკი: სრული (შესაძლებელია ცვლებიც)
ანაზღაურება: ფიქსირებული
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების თავაზიანი დახვედრა, მაგიდასთან განთავსება და სასტუმროს/ბარის კონცეფციის გაცნობა.
** არსებული მენიუს ექსპერტული ცოდნა
** სტუმრის გემოვნების მიხედვით შესაბამისი სასმლისა და კერძის რეკომენდაცია (Suggestive Selling)
** შეკვეთის სწრაფი და ზუსტი აღება, მაგიდის მომსახურება და სისუფთავის მუდმივი კონტროლი
** სალარო ოპერაციების წარმოება და სტუმართან დამშვიდობება.
მოთხოვნები:
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავსი ტიპის დაწესებულებაში
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (სავალდებულოა). სხვა უცხო ენა ჩაითვლება უპირატესობად. დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციის კარგი უნარი და სტუმართან დიალოგის წარმართვა
ქუთაისის შუაგულში სულ მალე გაიხსნება გამორჩეული კონცეფციის ბუტიკ-სასტუმრო & ბარი
Kutaisi Bazaar.
თუ შენც გინდა შექმნა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ქუთაისში გამოაგზავნე რეზიუმე / CV ელფოსტაზე: nina@032.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმტანი" აღწერაში.
|
|
|
|