Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699364&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გამა-გ
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
შპს "გამა-გ" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე (დღის განმავლობაში 1 საათი შესვენება)
მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 18/22 (ფონიჭალა)
ანაზღაურება: 1200 ლარი ფიქსირებული გამოსაცდელი პერიოდის მანძილზე (1 თვე),
გამოსაცდელი პერიოდის შემდგომ ფიქსირებული 1600 ლარი (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება, გადათვლა და დასაწყობება;
** შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და გადაცემა შესაბამის ობიექტებზე;
** საწყობში წესრიგის დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** Microsoft office - პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა Fina-ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს და კვებით უზრუნველყოფას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: cleanshopge@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვალი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს"გამა-გ"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია