|
დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქარსფეისი
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "Carspace" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
"Carspace" გთავაზობთ სრულყოფილ მომსახურებას ავტომობილების იმპორტის სფეროში, როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე დილერებისთვის.
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს:
ავტომობილების შეძენას აშშ-ს საერთაშორისო აუქციონებიდან. ტრანსპორტირების სრულ მომსახურებას. საბაჟო პროცედურების სწრაფ და ეფექტიან მართვას. სერვისს დილერებისთვის, რაც მოიცავს ავტომობილების დიდი პარტიების შემოტანისა და განაწილების სრულ პროცესს.
"Carspace"-ის პრიორიტეტი ხარისხი, სანდოობა და დროული მომსახურებაა, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სასურველი ავტომობილი მარტივად და კომფორტულად.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. 17:00-01:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. აღმაშენებლის ხეივანი N19
ანაზღაურება: 1500 ლარი + ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს:
** კორპორაციული დაზღვევა, რომელსაც სრულად კომპანია ფარავს;
** Fitpass;
** კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული ტრენინგების გავლა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსულ კონტეინერებთან დაკავშირებული ინფორმაციის მონიტორინგი და სპეციალურ პორტალზე ასახვა;
** გადამზიდ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** გადაზიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ლოჯისიკის პროცესის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია ლოჯისტიკის მიმართულებით გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე hr@carspace.ge.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
ქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ქარსფეისი"-ს -ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).
|
|
|
|