Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
შპს "ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს" "Schindler"-ის შვეიცარიული ჯგუფის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში და ეწევა "Schindler"-ის ბრენდის ლიფტების, ესკალატორებსა და ტრავოლატორების მონტაჟს, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას, რომელსაც უკვე 150 წელი შეუსრულდა. ბაზარზე ლიდერობის მიზნით, BME - Schindler Georgia იყენებს პროფესიული ეთიკის, ხარისხისა და უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის (ინჟინერი) თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომის უსაფრთხოების დადგენილი ნორმების და წესების უზრუნველყობა, საქართველოს კანომდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედით.
** შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების შედგენა.
** კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება.
** სამშენებლო ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი.
** კანონმდებლობით განსაზღვრული აუცილებელი დოკუმენტაციის შედგენა.
** საგანგებო სიტუაციების მართვა.
** სწავლების, ტრენინგების და ინსტრუქტაჟის უზრუნველყოფა შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი
** მართვის მოწმობა.
** შრომის უსაფრთხოების ვადიანი სერტიფიკატის ქონა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** გამოცდილება მინიმუმ 2 წელი მსგავს პოზიციაზე.
** უცხო ენები: რუსული სავალდებული, ინგლისური სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პუნქტუალურობა.
** გამართული კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაო გრაფიკი ორშაბათი-პარასკევი 10.00 - 18.00
** ხელფასი 2500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე office@bme.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე