|
დასახელება:
სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის კვლევის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
აწარმოე საქართველოში
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 22 თებერვალი
|
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის კვლევის სპეციალისტის ვაკანსიაზე.
** სახელმწიფო შესყიდვის პროცედურების შესაბამისად ბაზრის კვლევის დაგეგმვა და განხორციელება, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონის მიზნებისა და პრინციპების გათვალისწინებით;
** ბაზრის კვლევის საგნის განსაზღვრა/დაზუსტება, რაც უნდა მოიცავდეს შემდეგს: შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური და ხარისხობრივი პარამეტრები; სავარაუდო ღირებულება; მიწოდების ვადები/პირობები და ლოგისტიკური ასპექტები; ბაზრის ნიშან-თვისებები და საერთო ვითარება; პოტენციური მიმწოდებლები და მათი შესაძლებლობები (მათ შორის არარეზიდენტები);
** ბაზრის კვლევის განხორციელება დადგენილი მეთოდებით. პოტენციურ მიმწოდებლებთან კომუნიკაცია და საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** ბაზრის კვლევის შედეგების ამსახველი დოკუმენტის შედგენა;
** ბაზრის კვლევასთან დაკავშირებული ვადების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში კვლევის ხელახლა ჩატარება/დაზუსტება;
** სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში ბაზრის კვლევის შედეგების ასახვაში მონაწილეობა/მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება, განხორციელება და ანგარიშგება;
** კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭებათ სახელმწიფო შესყიდვებში ბაზრის კვლევის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (C1);
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** მონაცემთა ანალიზის კომპეტენცია;
** სტრატეგიული ხედვა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის კვლევის სპეციალისტი;
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 თებერვალი;
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: HR@enterprise.gov.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|