Робота для біженців з України
PHP/Laravel Full Stack ვებ დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PHP/Laravel Full Stack ვებ დეველოპერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 22 თებერვალი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს PHP/Laravel Full Stack ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააგენტოს ვებ-გვერდების გაუმჯობესებაზე მუშაობა, მოთხოვნის შესაბამისად მონაცემების რედაქტირება;
** სააგენტოს ვებ-გვერდების ბაზებთან მუშაობა, საჭიროების შესაბამისად ასლის აღება/აღდგენა;
** მიმდინარე პრობლემების შესაბამისად ტექნიკური მხარდაჭერის განხორციელება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება და დანერგვა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP/Laravel Full Stack ვებ დეველოპერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B1/B2);
** საუკეთესო კანდიდატი უნდა იცნობდეს ან ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება შემდეგი მიმართულებებით:
- PHP-ს და ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების (OOP) პარადიგმები;
- Laravel MVC-ის არქიტექტურა და როუტინგის სისტემები;
- Blade templating engine-თან მუშაობის გამოცდილება;
- HTML, CSS და JavaScript მიმართულებით;
- SQL (MySQL, PostgreSQL, MongoDB);
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის კომპეტენციის და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: PHP/Laravel Full Stack ვებ დეველოპერი.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ წარმატებულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: HR@enterprise.gov.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე