Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699324&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
"მიჰაუსი" - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60, 000 -მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო სპექტრის ასორტიმენტს, ცნობად და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში, პროდუქციის მისაღებ ფასს.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
ანაზღაურება: 2500 + ბონუსი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა და მონიტორინგი;
** ახალი ტენდენციებისა და პროდუქციის გაცნობა, კონკურენტების ანალიზი;
** არსებული და პოტენციური მომწოდებლების მოძიება და მართვა;
** მომწოდებლების შეფასება და რანჟირება კომერციული და ხარისხობრივი კრიტერიუმებით;
** მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა და მარაგების ოპტიმალური მართვა;
** ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ნაშთების მონიტორინგი;
** შესყიდვების სრული ციკლის მართვა (შეკვეთიდან პროდუქციის სისტემაში მიღებამდე);
** ახალი პროდუქტების განვითარება და პრომოაქციების დაგეგმვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის კოორდინაცია;
** რეგულარული რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** IC პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 4 მარტის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია