Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699316&print=yes&view=jobs
 
სამზარეულოს თანამშრომელი ცომისა და შიგთავსების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს თანამშრომელი ცომისა და შიგთავსების მიმართულებით
მომწოდებელი: სინაბონი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"სინაბონი" არის საერთაშორისო ქსელის კაფე-საცხობი, რომელიც დღესდღეობით წარმოდგენილია 45 ქვეყანაში 1500-ზე მეტი ფილიალით, მისი ძირითადი პროდუქტი არის დარიჩინის როლი, რომელიც მზადდება ნაზი ცომის, ლეგენდარული მაკარა-დარიჩინის, საფირმო ნაღებისა და კრემ-ყველის კომბინაციით.

"სინაბონი" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს თანამშრომლის პოზიციაზე, ცომისა და შიგთავსების მიმართულებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ერთი სახეობის ცომის და 4 სახეობის შიგთავსის მომზადება;
** ჰიგიენის ნორმებისა, HACCP-ის სისტემის და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** მარაგების ეფექტურად გამოყენება;
** პროდუქტების სწორად შენახვა, ვადების კონტროლი;
** სისუფთავის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის;
** სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების გამოყენების ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობის უნარები.

გრაფიკი: 10:00-19:00, კვირაში 5 დღე ან კვირაში 2 დღე

ანაზღაურება:

** საათობრივი ანაზღაურება, საათში ხელზე 10 ლარი
** კვირაში 5 დღე (სამუშაო დღეები შეთანხმებით) - ანაზღაურება ხელზე 1600-1800 (დამოკიდებულია ნამუშევარ დღეებზე და საათებზე)
** კვირაში 2 დღე (სამუშაო დღეები შეთანხმებით) - ანაზღაურება ხელზე 650-800 (დამოკიდებულია ნამუშევარ დღეებზე და საათებზე)

გახდი ჩვენი გუნდის წევრი

გამოაგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: Career@cinnabongeorgia.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "საცხობის მზარეული"

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია