Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699305&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული მენეჯერი
მომწოდებელი: KTL - კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
სატრანსპორტო კომპანია შპს "კავკასიის ტრანსპორტი და ლოგისტიკა" (KTL) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული მენეჯერის/Administrative Manager პოზიციაზე.

ჩვენს კომპანიას აქვს 21 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვებში, ფლობს საკუთარ ავტოპარკსა და საბაჟო საწყობებს საქართველოში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. მომხმარებელს ვთავაზობთ საერთაშორისო გადაზიდვების სრულ სპექტრს. ჩვენი წარმატების უკან დგანან პროაქტიული და პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ რომ საერთო მონდომებით ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

ძირითადი მიზანი: ადმინისტრაციული მენეჯერი უზრუნველყოფს კომპანიის ოფისის ეფექტურ ფუნქციონირებას, ადმინისტრაციული პროცესების მართვას, დოკუმენტაციის წესრიგს და სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინაციას, რათა კომპანიის ოპერაციული საქმიანობა შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

ფუნქციები და მოვალეობები:

ადმინისტრაციული და საოფისე მართვა

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი
** საოფისე მარაგების, ტექნიკისა და ინვენტარის მართვა
** კონტრაქტორებთან და სერვისების მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა
** შიდა წესების და ადმინისტრაციული პროცედურების დანერგვა და დაცვა

დოკუმენტაცია და არქივირება

** კომპანიის შიდა და გარე დოკუმენტაციის წარმოება
** ხელშეკრულებების, ბრძანებების, წერილების და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და მართვა
** დოკუმენტების არქივირება (ქაღალდის და ელექტრონული ფორმით)

თანამშრომლებთან დაკავშირებული საკითხების მართვა და HR მხარდაჭერა

** თანამშრომელთა ადმინისტრაციული საკითხების მართვა
ახალი თანამშრომლების მიღების პროცესში მონაწილეობა (დოკუმენტები, რეგისტრაცია, ადაპტაცია)
** შვებულებების, მივლინებების და სამუშაო გრაფიკების ადმინისტრაციული კოორდინაცია
** პერსონალის მონაცემთა ბაზის წარმოება
თანამშრომლების მართვის ონლაინ პლატფორმის SelfHR.GE--ს ადმინისტრირება

ფინანსური და ბუღალტრული მხარდაჭერა

** ინვოისების, ანგარიშების და გადახდებთან დაკავშირებული დოკუმენტების კონტროლი
** ბუღალტერიასთან თანამშრომლობა პირველადი დოკუმენტაციის მიწოდების კუთხით
** საოფისე ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი

კოორდინაცია და კომუნიკაცია

** ოპერაციულ, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ გუნდებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** კლიენტებთან და პარტნიორებთან ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია
** შეხვედრების, ზარების და ვიზიტების ორგანიზება

ანგარიშგება და კონტროლი

** მენეჯმენტისთვის ადმინისტრაციული ანგარიშების მომზადება
** ვადების, პროცესების და დავალებების შესრულების მონიტორინგი
** შიდა პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შეთავაზება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამართალი, ბიზნეს ადმინისტრირება, მენეჯმენტი ან მონათესავე სფერო)
** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სატრანსპორტო ან ლოგისტიკურ კომპანიაში)
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (MS Office / Google Workspace)

პიროვნული თვისებები:

** პროაქტიული და მოტივირებული
** კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** პიროვნული განვითარების სურვილი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას დინამიურ და მზარდ კომპანიაში
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს
** ახალგაზრდულ და მოტივირებულ გუნდს
** თანამედროვე და კეთილმოწყობილ სამუშაო ადგილს
** კვალიფიკაციის შესატყვის ანაზღაურებას
** ფიქსირებულ ხელფასთან ერთად საბონუსე KPI სისტემაში ჩართვას

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 -18:30
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო, "თბილისი გარდენსი", მიხეილ ასათიანის ქ.10

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV შემდეგ ელფოსტაზე: hr@ktl-georgia.com

სათაურის ველში მიუთითეთ "ადმინისტრაციული მენეჯერი".

არ დაელოდოთ განცხადების ამოწურვის ვადას, ვაკანსიის გამოქვეყნების დღიდან ჩვენ ვუკავშირდებით პოტენციურ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია