Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699298&print=yes&view=jobs
 
დანადგარის ინჟინერ-ოპერატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დანადგარის ინჟინერ-ოპერატორი
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
კომპანია შპს "ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დანადგარის ინჟინერ-ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ემერენ გრუპი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ხილ-ბოსტნეულის შეფუთვას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს და ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს, რომლის მეშვეობითაც პროდუქცია ნაწილდება საქართველოს მასშტაბით.
კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი განვითარება და გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, ინოვაციური სიახლეების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტების ათვისება. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პასუხისმგებლობას, პარტნიორებთან გრძელვადიანი და საიმედო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე მომხმარებლის ნდობისა და ერთგულების მოპოვებას

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქციები-მოვალეობები:

** სამუშაოს დაწყებამდე საჭირო ინვენტარის მომზადება (შესაფუთი მასალა, კონტეინერები და სხვა);
** მანქანა-დანადგარების ექსპლუატაციაში გაშვებამდე მათი მომზადება: ტექნიკური გამართულობის კონტროლი, დანადგარების რეცხვის კონტროლი;
** მანქანა-დანადგარების მუშაობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი;
** სამუშაოს დასრულების შემდეგ დანადგარის მოწესრიგება და სპეციალური დამუშავების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამუშაოს შესრულების სისწრაფე და ოპერატიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** აქტიურ, დინამიურ და საინტერესო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** თანამედროვე და უსაფრთხო სამუშაო გარემოს, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და კომფორტული სამუშაო სივრცით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე: mikheilkhomeriki21@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება- "დანადგარის ინჟინერ-ოპერატორი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია