|
დასახელება:
მომწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიოდიზელი ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
ჰოლდინგი "ბიოდიზელი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მომწოდებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო საათები: ორშ.-პარ: 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1250 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სამოქმედო გეგმის შედგენა და აღსრულება;
** თბილისის სხვადასხვა უბანში გადაადგილება;
** ახლად გახსნილი ობიექტების აღმოჩენა და სერვისის/თანამშრომლობის შეთავაზება;
** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება და განახლება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სასურველია გამოცდილება მომწოდებლებთან ან კლიენტებთან მუშაობის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;
** ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია;
** სკუტერის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@biodiesel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject), მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|