Робота для біженців з України
ოფისის კოორდინატორი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის კოორდინატორი
მომწოდებელი: სტუდია ეიდისი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
ა (ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს ოფისის კოორდინატორის პოზიციაზე პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.

მისამართი: მშენებლების II ჩიხი N7

ორგანიზაციის შესახებ:

"სტუდია ეიდისი" არის არაკომერციული, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომელიც 1999 წლიდან მუშაობს სოციალურად დაუცველი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. ახორციელებს პროგრამებსა და აქტივობებს სამიზნე ჯგუფის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად და მათი ოჯახების მხარდასაჭერად.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალურ პროგრამებში ჩართული სპეციალისტების გუნდის სამუშაოს კოორდინაცია და საჭიროების შემთხვევაში მხარდაჭერის აღმოჩენა, პროგრამებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება;
** კორესპონდენციის წარმოება და დოკუმენტირება;
** საოფისე საქმიანობის შეუფერხებელი პროცესის უზრუნველყოფა;
** საოფისე საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ტრენინგების ჩატარების შემთხვევაში, საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობის მიღება.
** საჭიროებიდან გამომდინარე, თანამშრომლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** გარკვეული პერიოდულობით შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება. სასურველია განათლების ფსიქოლოგიაში, სოციალურ მეცნიერებებში ან მომიჯნავე სფეროში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
** კოორდინატორის, ასისტენტის ან მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office;

უნარები:

** კარგი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის უნარი;
** აკადემიური წერის უნარი;
** ჯგუფში მუშაობის უნარები;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარები;
** სტრესულ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი.
** სასურველია ელ. პორტალთან მუშაობის გამოცდილება

სამუშაო განაკვეთი: სრული
თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებით

შერჩევის ეტაპები:

1. ელექტრონული განაცხადების განხილვა
2. გასაუბრება

განაცხადის წარდგენა:

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: adc.vacancy.ge@gmail.com Subject ველში მიუთითეთ: "ოფისის კოორდინატორ (რუსთავი)"

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2 მარტი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე