Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699245&print=yes&view=jobs
 
კორპორაციულ საქმეთა მმართველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციულ საქმეთა მმართველი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: კორპორაციულ საქმეთა მმართველი.

ძირითადი ფუნქციები:

** კორპორაციული მართვის კუთხით მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა.
** კორპორაციული გადაწყვეტილებების ფორმალიზაციის პროცესის მხარდაჭერა (რეზოლუციების, გადაწყვეტილებების, წესდების ცვლილებებისა და სხვა კორპორაციული დოკუმენტების მომზადება/დამუშავება).
** რეგულატორთან კომუნიკაციისა და კორესპონდენციის ადმინისტრირება, მათ შორის შესაბამისი ვადებისა და მოთხოვნების მონიტორინგი.
** ადმინისტრაციულ ორგანოებში, მათ შორის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარმომადგენლობა და კორპორაციულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული სარეგისტრაციო პროცესების კოორდინაცია და მართვა.
** მმართველობითი ორგანოების წევრთა ინფორმაციული და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

ცოდნა და გამოცდილება:

** სასურველია უმაღლესი იურიდიული განათლება (დამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
** უპირატესობად ჩაითვლება საჯარო რეესტრში მუშაობის მცირე გამოცდილება, სასამართლოში გავლილი სტაჟირება ან საბანკო სექტორში (მაგ. საკრედიტო ადმინისტრირება) მუშაობის გამოცდილება.
** აუცილებელია სამართლებრივი დოკუმენტების გააზრებისა და დამუშავების უნარი, საქმიანი წერილების მომზადებისა და კორესპონდენციის მართვის უნარები.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

ლიდერული და განვითარებისკენ მიმართული მიდგომა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 მარტი 2026.

გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: კორპორაციულ საქმეთა მმართველი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია