Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699231&print=yes&view=jobs
 
სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: მონოლით ჯგუფი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "მონოლით ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სარემონტო სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქციები:

** სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზება
** სამუშაოების ზედამხედველობა-მონიტორინგი
** კომუნიკაცია და ანგარიშგება (ფორმა 2 დასტური)
** მუშა პერსონალის მართვა
** პროექტის მენეჯერთან კოორდინირებულად მუშაობა

საჭირო უნარები და კომპეტენცია:

** ტექნიკური ცოდნა.
** ორგანიზაციული უნარები
** კომუნიკაცია
** პრობლემის გადაჭრა-აღმოფხვრის უნარი
** შრომის უსაფრთხოების მინიმალურ დონეზე ცოდნა

გამოცდილება:

** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება სამშენებლო-სარემონტო სფეროში
** სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მსგავსი პროექტების მართვის უნარი
** სამშენებლო მასალების გარჩევადობა
** სამუშაოთა სპეციფიკაციების და ნორმების ცოდნა
** განათლება:
** უმაღლესი განათლება სასურველია სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით
** პროფესიული სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესად მაგალითად (ARCHICAD, AUTOCAD, უსაფრთხოების სერთიფიკატი, საინჟინრო და სხვა)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@monolith.ge და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით შპს "მონოლით ჯგუფი პლუსის" და მისი ჯგუფის კომპანიების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას თქვენი დასაქმების მიზნებისთვის და ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლოა, ასევე დამუშავდეს, ჩვენს ორგანიზაციაში მომავალ სამუშაო შესაძლებლობებზე ინფორმირებისა ან სხვა პოზიციაზე დასაქმების მიზნით, თუ თქვენი მხრიდან არ არის მსგავს შემთხვევებზე თანხმობა გამოხმობილი.

ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ, ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ შესაბამისი პერსონალისთვის და ისინი შეინახება გონივრული ვადით. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი მონაცემების სისწორეზე, ნებისმიერმა ცრუ ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი განაცხადის უარყოფა ან დასაქმების შემდგომ დისციპლინური პასუხისმგებლობა.

თქვენ გაქვთ მონაცემთა სუბიექტისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება. თქვენს პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეკითხვების/მოთხოვნების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: hr@monolith.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია