Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699222&print=yes&view=jobs
 
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"შპს ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" (cue.edu.ge) არის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში მოქმედი საქართველოს რეგიონული კერძო მრავლაპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ცოდნის შექმნა და გავრცელება; უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე. უნივერსიტეტი ავითარებს თანამედროვე, კარგად აღჭურვილ, კომფორტულ სამუშაო ინფრასტრუქტურას, ინარჩუნებს ფინანსურ მდგრადობას, იზიდავს და ეფექტიანად მართავს მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებს, ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და თვითრეალიზებას.

"ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

თანამდებობრივი სარგო: შეთანხმებისამებრ;
ადგილების რაოდენობა: 1;
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის N13;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი პერიოდი: 6 თვე.

ძირითადი მოვალეობები:

** უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
** აკრედიტაციის/ავტორიზაციისათვის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების პროცესში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისაგან საჭირო ინფორმაციის შეგროვება, პირველადი დამუშავება და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** აკადემიური და მოწვეული პერსონალის შეფასების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საუნივერსიტეტის შიდა ორგანიზაციული კვლევის ორგანიზება, განხორციელება კვლევის შედეგების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსისთვის წარდგენა;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავალებებისა და მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ან/და ერთ-ერთი ევროპული ენა - B1 (მეტყველება, წერა).

პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** სისტემური აზროვნების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ცვლილებების მიმღებლობის უნარი;

სამართლებრივი აქტები:

სამუშაოზე მიღებისას მოთხოვნილი აქტები:

** საქართველოს შრომის კოდექსი;
** საქართველოს კანონი" უმაღლესი განათლების შესახებ";
** ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
** სტანდარტები/პროცედურები/სახელმძღვანელო;
** საქართველოს კანონი "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ";
** საკვალიფიკაციო ჩარჩო, კლასიფიკატორი;
** შესაბამისი დარგობრივი მახასიათებელი;

მისი სამუშაო აღწერილობა.

ვაკანსიის დეტალები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 4 თებერვალს დასრულდება 20 თებერვალი.
2. კონკურსის პირველი ეტაპი არის დოკუმენტების გადარჩევა.
3. კონკურსის მეორე ეტაპი არის გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან.
4. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე უნდა წარმოადგინონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@cue.edu.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ვაკანსია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად" თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, დაამუშავოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია