Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ორბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"ორბი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზიდან პერიოდული ანგარიშების მომზადება და რეპორტინგის წარმოება;
** რეპორტების ავტომატიზაცია და სტანდარტიზაცია, ვიზუალური ფინანსური dashboard-ების შექმნა;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტის მომზადება;
** ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და გადახრების ანალიზი;
** ფინანსური პროგნოზების, ფულადი სახსრების (Cash Flow) პროგნოზისა და სხვადასხვა სცენარების მომზადება;
** ჯგუფის და მასში შემავალი კომპანიების მომგებიანობის ანალიზი, ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი;
** ძირითადი ფინანსური KPI-ების განსაზღვრა, მონიტორინგი და მენეჯმენტისთვის ანალიტიკური რეკომენდაციების მომზადება;
** აუდიტის პროცესში მონაწილეობა, აუდიტორებთან კომუნიკაცია და საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ფინანსური პროცედურების შემუშავებაში მონაწილეობა და პროცედურების დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
** სტატისტიკისა და მონაცემთა ანალიზის/დამუშავების ტექნიკების გამოყენება შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის
** ახალი ინიციატივების, პროექტებისა და ინვესტიციების ფინანსური შეფასება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის სფეროში;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება);
** სავალდებულოა Excel-ის პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ACCA-ს მინიმუმ პირველი და მეორე დონის სერტიფიკატები;
** სასურველია მონაცემთა ვიზუალიზაციის პროგრამების ცოდნა _ Power BI, Tableau სხვა;

საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** ანაზღაურება: შეთანხმებით
** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@orbi.net.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს ორბი ჯგუფი ბათუმის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 [ერთი] წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@orbi.net.

ორბი ჯგუფი ბათუმი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: hr@orbi.net.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე