|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბრენდული ტანსაცმლის მაღაზია
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
ბრენდული ტანსაცმლის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციებზე.
აღნიშნულ პოზიციებზე მოთხოვნილი ფუნქციები და მოვალეობები:
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** გუნდის მუშაობის სწორად დელეგირება;
** მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** შეკვეთილი პროდუქციის რაოდენობების კონტროლი;
** გაყიდვების ანალიზი და გაყიდვების ზრდის მექანიზმის შემუშავება;
** კომპანიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიის ყოველდღიური ნავაჭრის კონტროლი (ნაღდი, უნაღდო).
** ზედნადებების აღრიცხვა;
** არსებული პროდუქციის რაოდენობების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციაზე არსებული ფასმაჩვენებლების და განლაგების სიზუსტის კონტროლი;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** მაღაზიაში პროდუქციის / ინვენტარის ნაკლებობის შესახებ დროული აღრიცხვა ;
** მაღაზიის სისუფთავის კონტროლი;
დამატებითი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (FMG)
** 1C პროგრამის ან სხვა რომელიმე პროგრამის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად.
** ინგლისური ენის ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების (სერვის +) ცოდნა;
** სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
ანაზღაურება: 2000 ლარი, 6 თვიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ, 2500 ლარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეთიკის ცოდნა;
** გუნდის მართვის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: ltd.info.jobs@gmail.com; გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერი/კონსულტანტი".
|
|
|
|