|
დასახელება:
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
HSE Group
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
"HSE Group" არის შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან. ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე და ვთავაზობთ მათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: კახეთის რეგიონი
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული
შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:
** რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების განსაზღვრა;
** პარტნიორ კომპანიებში არსებულ სიტუაციაზე ანგარიშგება/რეპორტინგი;
** პარტნიორ კომპანიებში დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების გატარება;
** საჭიროების შემთხვევაში ინციდენტის მოკვლევა და ანგარიშის მომზადება;
** დოკუმენტაციის შემუშავება;
** დასაქმებულთათვის გეგმური და მიზნობრივი ინსტრუქტაჟების ჩატარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობისა და რეგლამენტების ცოდნა სავალდებულოა;
** რისკების შეფასების დოკუმენტის შედგენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** მართვის მოწმობა B კატეგორია, (აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა);
** კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს კახეთის რეგიონში;
უნარები და პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი კახეთის რეგიონში" .
გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|