Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699176&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურებადი სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: HSE Group
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"HSE Group" არის შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2016 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. HSE Group თანამშრომლობს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, ვთავაზობთ მათ მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: http://hsegroup.ge/

კომპანია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა შესაძლებლობა მუშაობა განაგრძოს კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სტაჟირების პერიოდი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბამბის რიგი N:7
სტაჟირების პერიოდი: 3 თვე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

შესასრულებელი სამუშაოს მოკლე აღწერა:

** ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ მომხმარებელთან;
** კომპანიის მომსახურების პროდუქტების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის ორგანიზება პოტენციურ მომხმარებელთან (შეხვედრების დაგეგმვა/გამართვა, მომსახურების შეთავაზება/პრეზენტაცია);
** პოტენციური ან ბაზაში არსებული კომპანიებთან კომუნიკაცია და არსებული ბაზის დამუშავება/განვითარება.
** მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი და შესაბამისი სერვისის შეთავაზება;
** მომხმარებლებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება;
** ახალი მომხმარებლების მოძიება/მოზიდვა;
** გაყიდვების გეგმისთვის ხელშეწყობა (შესრულება);
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;

პიროვნული უნარები და მახასიათებლები:

** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** სწორი, გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად და სწორად განაწილების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: hr@hsegroup.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ანაზღაურებადი სტაჟირება კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი" .

გაცნობებთ, რომ შპს "ეიჩესი ჯგუფი" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 1 წლის განმავლობაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია