|
დასახელება:
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გაუს კრიპტო
|
|
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 05 მარტი
|
"გაუს კრიპტო" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო დეტალები:
** ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 11:00-20:00
** ანაზღაურება: 2000-2500 ლარი (გამოცდილების მიხედვით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სერვისცენტრში შემოსული მომხმარებლების იდენტიფიკაცია-ვერიფიკაცია, ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად;
** KYC/KYB ფორმის შევსება;
** მომხმარებლების რეგისტრაცია სისტემაში;
** ოპერაციების განხორციელება სისტემაში და ელექტრონულ საფულეებზე;
** მომხმარებელთა კონსულტაცია როგორც Face-to-Face, ასევე ციფრული არხების საშუალებით (ჩატი, ელფოსტა, სატელეფონო ზარები);
** ზემოაღნიშნულ სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დამატებითი ფუნქციები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ტექნოლოგიების მიმართულებით);
** გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების სფეროში; ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული და ციფრული პლატფორმების გამოყენების კარგი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა, ყურადღება დეტალებისადმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.
თუკი დაინტერესდით, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე info@gauscrypto.com
|
|
|
|