Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699164&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი/ბროკერი
მომწოდებელი: Dream House
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
უძრავი ქონების კომპანია "Dream House" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების აგენტი (ბროკერის) პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 11:00-19:00, შაბათ-კვირა დასვენება, ყველა ოფიციალური დასვენების დღეს დასვენება!
ანაზღაურება: სრულად გამომუშავებაზე (1500-დან 7000-მდე)

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა
** რუსული/ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან მუშაობას
** კარიერულ ზრდას და წინსვლას
** პროფესიული ტრენინგები და მხარდაჭერა ახალბედებისთვის
** ყველა პირობას კომფორტულად მუშაობისთვის
** მაღალ საპროცენტო სისტემას
** საქმის პროფესიონალურ დონეზე შესწავლას
** კომპანიის შიდა CRM პროგრამას

ჩვენ ვაფასებთ და ხელს ვუწყობთ იმ ადამიანებს, ვინც ორიენტირებულია საქმეზე, აქვს შინაგანი დისციპლინა, სურვილი განვითარდეს, გახდეს პროფესიონალი უძრავი ქონების მრჩეველი და ჩვენთან ერთად შექმნას წარმატებული მომავალი.

თუ მზად ხარ შენს საქმეში წარმატებისთვის - გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@dreamhouse.ge სათაურით: "უძრავი ქონების აგენტი"

გისურვებთ წარმატებას და წინსვლას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია