Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699157&print=yes&view=jobs
 
საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორი
მომწოდებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ვიდეოოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა ვიდეოგადაღება;
** უნივერსიტეტთან დაკავშირებული საინფორმაციო ვიდეორგოლების დამზადება;
** ყველა ორიგინალი ფაილის დაარქივება და შენახვა;
** სამონტაჟო პროგრამაში ვიდეოფაილის შეტანა და მასალის დამუშავება;
** ვიდეოჩაწერის შემდგომ საწარმოო ციკლის მართვა (საუკეთესო კადრების შერჩევა, დროულად მიწოდება);
** ვიდეორგოლის სცენარის გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** ჩასაწერი სივრცის, აპარატურისა და განათების მოწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ვიდეოგადაღების ტექნიკური უნარების ცოდნა;
** მონტაჟის საბაზისო ცოდნა;
** ღონისძიებების გადაღების გამოცდილება;
** შესაბამისი პროფესიული განათლება ან გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ვიდეო ნამუშევრების პორტფოლიოს ქონა.

ქცევითი კომპეტენციები:

** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი #45;
** სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სახელფასო სარგო: 1913 ლარი (დარიცხული).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 2026 წლის 20 თებერვლის ჩათვლით CV და ვიდეონამუშევრების პორტფოლიო გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge.

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ვიდეოოპერატორი.

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია