Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699154&print=yes&view=jobs
 
PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: PR მენეჯერი
მომწოდებელი: შოშიას სილამაზის სივრცე
გამოქვეყნდა: 05 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
"Shoshia`s Beauty Space" არის პრემიუმ ხარისხის მომსახურებაზე ორიენტირებული სალონი, რომელიც უკვე ფლობს მყარ ნიშას და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებით. ჩვენი ამბიციაა, უახლოეს პერიოდში დავიკავოთ ადგილი ქვეყნის წამყვან სილამაზის ცენტრებს შორის.

ჩვენ ვეძებთ ამბიციურ PR მენეჯერს, რომელიც ჩვენთან ერთად შექმნის ამ წარმატების ისტორიას. ჩვენ გთავაზობთ შანსს, იყოთ იმ ბრენდის იმიჯმეიკერი, რომლითაც მომავალში იამაყებთ.

ფინანსური პირობები და გრაფიკი:

** ფიქსირებული ანაზღაურება: 1, 500 ₾.
** ბონუსური სისტემა: +500 ₾ (ბონუსი გაიცემა კონკრეტული შედეგების, აქტივობებისა და ბრუნვის ზრდის საფუძველზე).
** გრაფიკი: მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული. სამუშაო დროის ნაწილი დაეთმობა გარე შეხვედრებსა და აქტივობებს, თუმცა აუცილებელია სალონში რეგულარული ყოფნა გუნდთან კოორდინაციისა და პროცესების მართვისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** Business Networking: სალონის გარშემო არსებულ ორგანიზაციებთან (ბანკები, ბიზნეს-ცენტრები და სხვა) პარტნიორობის დამყარება და კორპორატიული შეთავაზებების მართვა.
** Influencer & Celebrity PR: ცნობად სახეებთან კომუნიკაცია, მათი სალონში მოყვანა და ამ ვიზიტების მაქსიმალური კონვერტაცია ბრენდის ცნობადობასა და გაყიდვებში.
** ლოკალური პოზიციონირება: სალონის არეალში მაქსიმალური ხილვადობის უზრუნველყოფა და ახალი კლიენტების მოზიდვის კრეატიული გზების ძიება.
** ვიზუალური სტანდარტის კონტროლი: სალონის ფოტო/ვიდეო მასალების ესთეტიკურ მხარეზე პასუხისმგებლობა და ბრენდის იმიჯის ერთიან სტილში შენარჩუნება.
** მულტიფუნქციური მხარდაჭერა: ბაზრისა და კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი, რეპუტაციის მართვა და ნებისმიერი მიმდინარე PR აქტივობის ორგანიზება.
** დამფუძნებლის იდეების რეალიზება: მფლობელის მხრიდან მიწოდებული სტრატეგიული ხედვებისა და დავალებების პრიორიტეტულად და ოპერატიულად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი PR, გაყიდვების ან Business Development-ის მიმართულებით.
** უნარები: პრეზენტაბელურობა, გამართული მეტყველება, დარწმუნების უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა.
** მზაობა: მულტიფუნქციური დავალებების შესრულებისა და მაღალი ტემპით მუშაობისთვის.

სატესტო პერიოდი:

შერჩეული კანდიდატებისთვის გათვალისწინებულია 1-თვიანი გამოსაცდელი პერიოდი. თუმცა, ჩვენთვის გადამწყვეტია პირველივე სამუშაო კვირა — თუ ამ მოკლე დროში გამოიკვეთება პასიურობა, დაბალი ენერგია ან დავალებებისადმი არაინოვაციური მიდგომა, ვიტოვებთ უფლებას, თანამშრომლობა პირველივე კვირის ბოლოს შევწყვიტოთ. ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც შედეგისთვის იბრძვის პირველივე დღიდან.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) მისამართზე: shoshiabeauty@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია