Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: საქართველოს საფონდო ბირჟა
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
საქართველოს საფონდო ბირჟა (ჯგუფი) აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ექვემდებარება: ფინანსურ დირექტორს
ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი პასუხისმგებლობები

** კომპანიის შიდა და გარე რეპორტების მომზადება;
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური მოდელირება და დეტალური გათვლების მომზადება;
** მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის უნარი;
** ზუსტი და დროული რეპორტების წარდგენის უზრუნველყოფა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
** მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ფინანსური ანალიტიკის ან/და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება მინიმუმ 2-3 წელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა (კომპლექსურ ფორმულებთან და დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება)Power BI ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონე.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

საკონტაქტო ელფოსტა: hr@tse.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე