|
დასახელება:
საინვესტიციო კვლევისა და დოკუმენტაციის ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ფორსაით ინვესტმენტ გრუპ
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
"ფორსაით ინვესტმენტ გრუპ" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო კვლევისა და დოკუმენტაციის ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ლოკაცია: მარშალ გელოვანის გამზ. 52, თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
"ფორსაითი" ეძებს საინვესტიციო კვლევისა და დოკუმენტაციის ანალიტიკოსს საინვესტიციო დეპარტამენტისთვის, რომელიც ჩართული იქნება საინვესტიციო ფონდების რეგისტრაციისთვის, და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში, შესაბამისი საკანონმდებლო და მარეგულირებელი მოთხოვნების გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
** საინვესტიციო ფონდების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა, მათ შორის:
- ფონდის პოლიტიკები (საინვესტიციო, რისკების მართვის, ლიკვიდობის, ინტერესთა კონფლიქტის და სხვა);
- ფონდის პროსპექტები და საინფორმაციო დოკუმენტები;
** ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის:
- პროსპექტები და საინფორმაციო მემორანდუმები;
- ფინანსური და საინვესტიციო აღწერილობები, რისკების ფაქტორები და სტრუქტურული ანალიზი;
** კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებთან (საინვესტიციო ფონდები, ობლიგაციები, ფასიანი ქაღალდები) დაკავშირებული კვლევა და ანალიზი;
** სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის (სამართლებრივი, ფინანსური, ბაზრის პრაქტიკა) სტრუქტურირება და სამართლებრივად და შინაარსობრივად გამართულ ტექსტად ჩამოყალიბება;
** შიდა გუნდთან (საინვესტიციო, იურიდიული, რისკების მართვის ფუნქციები) კოორდინაცია დოკუმენტების მომზადების პროცესში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
** კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების საბაზისო ცოდნა, მათ შორის:
- საინვესტიციო ფონდების სტრუქტურა და ფუნქციონირება;
- ბონდები და ფასიანი ქაღალდების ემისია;
- ფინანსური ინსტრუმენტები;
** ფინანსური ანგარიშგებების, საინვესტიციო და ეკონომიკური კონცეფციების გაგება;
** ძლიერი კვლევითი და ანალიტიკური უნარები, მათ შორის:
- კომპლექსური ინფორმაციის მოძიება, კრიტიკული შეფასება და სინთეზი;
- ინფორმაციის ლოგიკური სტრუქტურირება და ინტეგრაცია;
** მაღალი დონის წერითი უნარები ქართულ ენაზე; (ინგლისურ ენაზე პროფესიული დოკუმენტაციის წაკითხვისა და გამოყენების უნარი აუცილებელია);
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობა დოკუმენტების შინაარსობრივ სიზუსტეზე.
ტექნოლოგიური კომპეტენცია:
თანამედროვე სამუშაო გარემოს გათვალისწინებით, კანდიდატს უნდა შეეძლოს კვლევითი და AI ინსტრუმენტების ეფექტური გამოყენება ინფორმაციის მოძიებისა და სტრუქტურირების მიზნით.
განაცხადის წესი:
** დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV PDF ფორმატში
** (სასურველია ინგლისურ ან ქართულ ენაზე) ელფოსტაზე: info@foresight.ge და სათაურში
** მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
** განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 თებერვალი
** შერჩევის ეტაპებია: რეზიუმეების გადარჩევა, წერითი დავალება, გასაუბრება.
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
|
|
|
|