Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომლის დამხმარე
მომწოდებელი: GramPak Georgia
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
შპს "GramPak Georgia" 15 წელია წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას; საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო ნივთების დისტრიბუციის სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის დასაწყობება კომპანიაში განსაზღვრული წესების დაცვით;
** საწყობში პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული სახეობებისა და რაოდენობის მიხედვით;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: 1000 ლარი
გამოსაცდელი პერიოდი: 1 თვე
მუშაობის გრაფიკი: 9:30-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მეტრო ისანის მიმდებარედ

ყველა დაინტერესებულ პირს, ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV და სურათი მისამართზე: hr4grampak@yahoo.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე