|
დასახელება:
სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო ძველი კახეთი
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა", შვილობილი კომპანია შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქციები:
** კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდა;
** გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა:
** კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
** მარკეტინგული აქტივობების რეალიზაცია;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებას, კომუნიკაცია და პროდუქტის შეთავაზება;
** გაყიდვების სტატისტიკის წარმოება;
** წარმოების პროცესების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელფოსტაზე hr@ktw.ge. სათაურის ველში "სადისტრიბუციო კომპანიის ხელმძღვანელი".
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.
|
|
|
|