Робота для біженців з України
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალოს ტერიტორია (ბიზნეს ცენტრი).
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი.
შრომის ანაზღაურება: 2000 (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო + დაზღვევა
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ანაზღაურება 3000 ლარი ხელზე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია სრულად)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა.
** წარმომადგენლობის განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოსა და არბიტრაჟში.
** იურიდიული დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (ხელშეკრულება, ბრძანება, აქტი და სხვა).
** სხვადასხვა სახის საპროცესო დოკუმენტების შედგენა/ანალიზი (სარჩელი, შუამდგომლობა და ა.შ)
** კომპანიების წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში (მერია, სამინისტრო და სხვა)
** სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის დირექტორის მიერ გაცემული სხვა პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით (სავალდებულოა) სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება.
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით (სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად)
** იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი (სავალდებულოა).
** ინგლისური ენის ცოდნა არ არის სავალდებულო, მაგრამ ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე