Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=699024&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: სსიპ კოლეჯი აისი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
სსიპ კოლეჯი "აისი" არის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯი საქართველოში, რომელიც 1980 წლიდან პოზიციონირებს პროფესიული განათლების ბაზარზე. ახორციელებს როგორც გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამებს სოფლის მეურნეობის, ინჟინერიის, მომსახურების, ხელოვნების, ბიზნეს- ადმინისტრირების, ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

სსიპ კოლეჯი "აისი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

განათლება და ძირითადი მოთხოვნები:

** კონკურსში მონაწილე პირს განათლება უნდა ჰქონდეს სამართლის, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word, Excel)
** ინგლისური A1

მნიშვნელოვანი უნარები:

** დისციპლინა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტების პროექტების მომზადებაში და უზრუნველყოფს მათი შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას;
** წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის პროცედურების ჩატარებას და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენას;
** უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადებას;
** შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ახდენს ბაზრის მოკვლევას ტექნიკური დავალების შედგენის მიზნით, ახდენს შესასყიდი ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი აღწერილობის დეტალურ განსაზღვრას;
** ფინანსურ მენეჯერთან ერთად ადგენს შესყიდვების გეგმის პროექტს, წლიურ გეგმას, კორექტირებულ გეგმას;
** კოლეჯის გამართულად საქმიანობისთვის უზრუნველყოფს შესყიდვების შესახებ განაცხადების მიღებას და სათანადოდ დამუშავებას;
** მონაწილეობას იღებს კოლეჯის სტრატეგიული და ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაში.

სახელფასო დიაპაზონი: 1757 (დარიცხვით)

კანდიდატმა განაცხადი უნდა გამოაგზავნოს შემდეგ მისამართზე: hrcollegeaisi@gmail.com

კონკურსანტმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს:

** CV (ქართულ ენაზე)
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაჭრეთი, სსიპ კოლეჯი "აისი".
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო გრაფიკი : ორშაბათი- პარასკევი;
** საკომუნიკაციო პაკეტებით უზრუნველყოფა

სივების მიღების ბოლო ვადაა: 28.02.2026 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის აუცილებლად მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: hrcollegeaisi@gmail.com ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 551 91 05 91

სივის გამოგზავნისას აუცილებლად მიუთითეთ შესაბამის ველში ვაკანსიის დასახელება.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ სსიპ კოლეჯი "აისი", "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია