Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: ლაქტალის ჯორჯია - სანტე
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდების სტრატეგიული მართვა და განვითარება მოკლე და გრძელვადიან პერიოდში;
** წლიური მარკეტინგული სტრატეგიისა და ბიუჯეტის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** ბრენდების პოზიციონირების, კომუნიკაციისა და იმიჯის ჩამოყალიბება მომხმარებელთა ანალიზზე (consumer insights) დაყრდნობით;
** ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი და მიღებული მონაცემების გამოყენება გადაწყვეტილებების მისაღებად;
** ინოვაციებისა და ახალი პროდუქტების განვითარების პროცესის მართვა (კონცეფცია, შეფუთვა, ლანჩი);
** ინტეგრირებული სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება სააგენტოებთან თანამშრომლობით;
** გაყიდვების და სავაჭრო მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** ბრენდების გაყიდვებისა და მომგებიანობის ანალიზი, რეპორტინგი და რეკომენდაციების მომზადება;

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის, ბიზნესის ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბრენდ მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** პროექტების მართვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** სააგენტოებთან მუშაობისა და ბრიფების მომზადების გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციის, პრეზენტაციის და რეპორტინგის უნარები;
** განვითარებაზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ენა (აუცილებელი), რუსული ენა (სასურველია);
** გუნდური მუშაობის უნარი;

დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/Lt5cZODc
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე