Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698995&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების განყოფილების უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების განყოფილების უფროსი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
გამოცხადდა კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის შესარჩევად.

პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2400 (ორიათასოთხასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით).

** აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან/და მაგისტრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში)
** მაღალ დონეზე ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Exel.

აპლიკანტს მოეთხოვება იცოდეს:

** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1595-1599 მუხლები;
** საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი;
** საქართველოს კანონი "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ";
** საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება "ტექნიკური რეგლამენტის - "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილება "ტექნიკური რეგლამენტის - "სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა" დამტკიცების თაობაზე";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება "შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება "თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ"; მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება "კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული "სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია";
** სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება "ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" 5.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
** ოპერატიულობა;
** პროფესიონალიზმი;
** კრეატიულობა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დასაბუთების უნარი;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

** კოორდინაცია გაუწიოს შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, გაანაწილოს მოვალეობები
** განყოფილების თანამშრომლებს შორის, მისცეს მათ მითითებები და ერთდროული დავალებები;
** განახორციელოს ელექტრონული შესყიდვების პროცესების დაგეგმვა, კოორდინირება და მონიტორინგი; უზრუნველყოს კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისობის კონტროლი; ორგანიზება გაუწიოს დაფინანსების წყაროების მიხედვით თსუ შესყიდვების გეგმის შედგენის და კორექტირების პროცესს;
** განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვის პროცესს: მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას, შესყიდვის მეთოდის შერჩევას;
** ორგანიზება გაუწიოს კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის პროცესს;
** უზრუნველყოს სატენდერო პროცედურების წარმართვა და კონტროლი გაუწიოს მომზადებულ და წარმოდგენილ სატენდერო დოკუმენტაციას, მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის პროცესს;
** ორგანიზება გაუწიოს საკონკურსო პროცედურების წარმართვას და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადებას;
** შემოსული წერილების საფუძველზე უზრუნველყოს გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
** მონაწილეობა მიიღოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით მიმწოდებლების შერჩევაში და უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება;
** განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა ზემდგომ უწყებებთან საქმიანი მიმოწერა;
** განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში და ითანამშრომლოს თსუ-ს პროფილურ დეპარტამენტებთან, სამსახურებთან, ფაკულტეტებთან და ინსპექტირების ჯგუფთან; მ) პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, ორგანიზება გაუწიოს შიდა პროფილური სამსახურების და მიმწოდებელთა წარმომადგენლების შეხვედრების ორგანიზებას;
** უზრუნველყოს შესყიდვების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება, დაგზავნა და თსუ ვებგვერდზე განთავსება;
** ორგანიზება გაუწიოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, "დამატებითი შეთანხმებების" შედგენას;
** კოორდინაცია გაუწიოს თანხების ავანსად-წინასწარ გადარიცხვის შემთხვევაში საგარანტიო წერილების წარმოდგენას;
** ორგანიზება გაუწიოს წერილობითი ნებართვების მოპოვების პროცესს მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე;
** ორგანიზება გაუწიოს მიმწოდებელთა ბაზრის კვლევებს;
** მონაწილეობა მიიღოს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების მუშაობაში;
** განახორციელოს საფინანსო დეპარტამენტის დებულებით, უნივერსიტეტის
** ადმინისტრაციული და სამართლებრივი აქტებით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დავალებები.

საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ";

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული
თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2026 წლის 9 თებერვლიდან 2026 წლის 13 თებერვლის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge და სათაურის ველში უნდა მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია