Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698994&print=yes&view=jobs
 
კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარს მეკატრონიკი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
კომპანია "ბარს მეკატრონიკი" 1998 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და სპეციალიზირდება სამშენებლო მასალების წარმოებასა და რეალიზაციაში. ჩვენი პროდუქცია მოიცავს ალუმინისა და უჟანგავი მეტალის პროდუქტს, კიბისა და აივნის მოაჯირებს, მინის დამჭერებს, ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებს და სხვა.

ბარს მეკატრონიკი აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ლორთქიფანიძის #19გ, სამგორი (ყოფილი კაიროს ქუჩა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 8:00-18:00
ხელფასი: საწყის ეტაპზე 1400 ლარი ხელზე ასაღები (დამსაქმებელი იხდის საპენსიო შენატანს)

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული შეკვეთების მიღება და გაფორმება
** RS.ge სისტემასთან მუშაობა
** ზედნადებებისა და ინვოისების გამოწერა
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შეგროვება და დამუშავება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** RS.ge- ზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების (Word, Excel) ცოდნა
** სასურველია თურქული ენის ცოდნა (არასავალდებულო)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა
** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა
** ანალიტიკური აზროვნება და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@bars.ge გთოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია