Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698983&print=yes&view=jobs
 
საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბი. ტეჩ
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
ავეჯის მასალებისა და აქსესუარების კომპანია - შპს "ბი. ტეჩი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია არის HETTICH-ის ოფიციალური იმპორტიორი საქართველოში, არის მზარდი, მუდმივად განვითარებადი. დაგხვდებათ თბილი, მეგობრული და სასიამოვნო გარემო.

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი.

აუცილებელია კანდიდატი იყოს:

** მაღალი პასუხისმგებლობის მქონე;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დისციპლინირებული;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების გამზადება;
** საწყობში ნაშთების კონტროლი.

სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00
დასვენების დღე: კვირა
ანაზღაურება: 1000 ლარი, 3 თვის შემდეგ 1200
მისამართი: ავჭალა, გელა ჭედიას ქ N1 (ხელოსნების ქალაქი)

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: b.techgeorgia@gmail.com, bachidolide@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 557 979 888.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია