Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698979&print=yes&view=jobs
 
ჰოსტესი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოსტესი
მომწოდებელი: რესტორანი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
თბილისში მდებარე პრემიუმ კლასის რესტორანი ეძებს ამბიციურ, "ცოცხალ" და სხარტ კადრს. ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება ჩვენი ბრენდის მთავარი მასპინძელი და ამავდროულად შექმნის "ლაივ" კონტენტს სოციალური მედიისთვის.

ძირითადი პირობები:

** ანაზღაურება: 3000 ლარი;
** სამუშაო გრაფიკი (კვირაში 6 დღე):
** ფიზიკურად რესტორანში: 17:00 - 00:00;
** ონლაინ ჩართულობა (Customer Support): 14:00 - 23:00.
** ლოკაცია: თბილისი.

შენი მთავარი მოვალეობები (პრიორიტეტული):

1. მასპინძლობა და ჯავშნების მენეჯმენტი (Hostess):

** ჯავშნების სტრატეგიული განლაგება: დარბაზის დატვირთულობის დაგეგმვა, მაგიდების სწორი გადანაწილება და ნაკადის მართვა;
** სტუმრების დახვედრა, მათი განწყობის შექმნა და პროფესიონალური გაცილება;
** შეფასებებზე (Reviews) მუშაობა: სტუმრებთან აქტიური, ცოცხალი კომუნიკაცია მათ მიერ დატოვებულ უკუკავშირზე (Feedback) და რეპუტაციის მართვა.

2. SMM და კონტენტის შექმნა:

** ვიდეოგრაფია: მობილურით სწრაფი, ხარისხიანი ვიდეოების გადაღება და მონტაჟი (Reels/TikTok);
** Copywriting: პოსტებისთვის "ჰუკების" (Hooks) მოფიქრება და ტექსტების ადაპტირება;
** Customer Support: 14:00-დან 23:00-მდე სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებზე და კომენტარებზე ოპერატიული პასუხი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** პიროვნული თვისებები: სისხარტე, სისწრაფე, ამბიციურობა და თავდაჯერებულობა;
** გამოცდილება ვიდეო მონტაჟსა (CapCut/VN/InShot) და სოციალური მედიის მართვაში.

თუ თვლი, რომ ხარ ენერგიული და შეგიძლია მართო სიტუაცია, გამოგზავნე CV და შენი ნამუშევრების ნიმუში (ან Instagram/TikTok ლინკი) ელ-ფოსტაზე: maia.gelashvili.recruitment@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია