Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=698952&print=yes&view=jobs
 
არქიტექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არქიტექტორი
მომწოდებელი: ურბან-სფეისი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 05 მარტი
კომპანია "ურბან- სფეისი" წარმოადგენს სრულად ინტეგრირებულ საპროექტო კომპანიას, რომლის მომსახურების სფერო მოიცავს არქიტექტურას, ინტერიერის დიზაინს, ქალაქ-გეგმარებას.

ვაცხადებთ ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ყველა საპროექტო ფაზაზე (კონცეპტუალური, სქემატური, დეტალური) სრულფასოვანი სანებართვო, სამშენებლო და საპრეზენტაციო მასალის მომზადება;
** ოქმების წარმოება როგორც დამკვეთებთან ასევე მომიჯნავე სპეციალისტებთან;
** ინდივიდუალურ და გუნდურ პროექტებზე მუშაობა;
** სამუშაოს დაგეგმვა და შესრულება განსაზღვრულ ვადებში;
** მშენებლობაზე საავტორო ზედამხედველობის განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მუშაობის მინიმუმ ხუთ წლიანი გამოცდილება;
** კომპლექსურ პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** ნახაზების შედგენა საპროექტო პროგრამა Archicad-ში;
** პროფესიული პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Photoshop, 3ds max;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel).

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ/11:00-20:00 სთ
ანაზღაურება: აპლიკანტის გამოცდილების შესაბამისად, ფიქსირებული + ბონუსები შესრულებული პროექტების მიხედვით.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დროის ეფექტური მართვა;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური და პასუხისმგებლობიანი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე და ენერგიული;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** პუნქტუალური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი პორტფოლიო, რეზიუმე და ნახაზების კრებული შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam_epremidze@yahoo.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "არქიტექტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია