Робота для біженців з України
საყოფაცხოვრებო ტექნიკის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საყოფაცხოვრებო ტექნიკის სტაჟიორი
მომწოდებელი: LG Electronics
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
LG Electronics -ის სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას თბილისში საყოფაცხოვრებო ტექნიკის სტაჟიორის პოზიციაზე.

თუ გსურთ, წამყვან გლობალური კომპანიის სერვის ცენტრში, შეისწავლოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება და შემდეგ დასაქმდეთ კიდეც, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა

ძირითადი მოვალეობები:

საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება (ტელევიზორი, აუდიო-ვიდეო - მსხვილი ტექნიკა ა.შ)

ძირითადი მოთხოვნები:

** ქართული ენის ცოდნა
** უპირატესობა მიენიჭება უცხო ენის (ინგლისურის და რუსულიც ცოდნას)
** უპირატესობა მიენიჭება საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთების სფეროში სტაჟის მქონე პირებს.
** მართვის მოწმობა

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
** ენერგიულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი (10:00-19:00 საათი)
ანაზღაურება: ფიქსირებული. 1000 ლარი (ხელზე ასაღები) გამოსაცდელ ვადაში, გამოსაცდელი ვადის (6თვის) წარმატებით გავლის შემთხვევაში, აპლიკანტი გახდება სპეციალისტის დამხმარე, ანაზღაურება 1500 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მონაცემები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@he.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე