|
დასახელება:
აკადემიური თანამდებობები
|
| მომწოდებელი:
კენ ვოლკერის კლინიკა
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 11 მარტი
|
შპს "კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტი" რომელიც დაარსდა 2019 წელს და ახორციელებს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობას მედიცინის სფეროში, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად.
კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:
** პროფესორი (ფუნდამენტური და საბაზისო მიმართულება; პათოლოგიის მიმართულება; ჯანდაცვის მიმართულება; შინაგანი მედიცინის მიმართულება; მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულება; პედიატრიის მიმართულება; ფსიქიატრიის მიმართულება; თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულება; ორთოდონტიის მიმართულება; ნევროლოგიის მიმართულებით; ქირურგიის მიმართულებით.)
** ასოცირებული პროფესორი (ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულება; უცხო ენების მიმართულება; პათოლოგიის მიმართულება; შინაგანი მედიცინის მიმართულება; მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულება; პედიატრიის მიმართულება; ფსიქიატრიის მიმართულება; ქირურგიული სტომატოლოგიის მიმართულება; კლინიკური უნარების მიმართულება; ნევროლოგიის მიმართულება; ქირურგიის მიმართულება.)
** ასისტენტ-პროფესორი (პათოლოგიის მიმართულება; ჯანდაცვის მიმართულება; შინაგანი მედიცინის მიმართულება.)
** ასისტენტი (პათოლოგიის მიმართულება; მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულება.)
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველ პირთათვის:
პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
** პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება:
** კლინიკურ დისციპლინებზე: სულ მცირე, 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
** ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო- პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
** კლინიკურ დისციპლინებზე: სულ მცირე, 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობისთვის:
** ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 4 წლის ვადით.
** კლინიკურ დისციპლინებზე: სულ მცირე, ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის:
** ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი 4 წლის ვადით.
** კლინიკურ დისციპლინებზე: პირი უნდა იყოს დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში;
კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები:
** კონკურსში მონაწილეობის განაცხადი.
** ავტობიოგრაფია (CV);
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
** შესაბამისი აკადემიური ხარისხის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; შესაბამისი სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
** ასეთის არსებობის შემთხვევაში, ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდეგიდან ერთ-ერთი: მოქმედი საერთაშორისო სერტიფიკატი; ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება; ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლების არანაკლებ 3- წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი; საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1 წლის განმავლობაში განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი;).
** კლინიკურ დისციპლინებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შესაბამისი კლინიკური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.
** პროფესიული ნიშნით გამოცხადებულ პოზიციებზე ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, სპეციალური მომზადების ან/და პუბლიკაციების შესახებ.
კონკურსის სხვა პირობები:
** კანდიდატების შერჩევა განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ.
** საკონკურსო კომისია კანდიდატების შეარჩევს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
** საკონკურსო კომისიამ კანდიდატების შერჩევის მიზნით შესაძლებელია ჩაატაროს გასაუბრება, რომელიც მოიცავს კანდიდატის მიერ საკუთარი თავის პრეზენტაციას და მისთვის კითხვების დასმას კომპეტენციისა და უნარების გამოსავლენად.
** საკონკურსო კომისიის მიერ შესაძლებელია გამოყენებული იყოს დამატებითი გასაუბრების, სადემონსტრაციო ლექციის ჩატარების ან სხვა საშუალება პირის კვალიფიკაციისა და დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით.
** პროფესიული ნიშნით გამოცხადებულ პოზიციებზე თანამდებობები ასევე შესაძლებელია დაიკავონ პროფესიული ნიშნით კვალიფიცირებულმა პირებმა, რისთვისაც პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია.
** ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის/დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, პირის მიერ ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნა შესაძლებელია, შემოწმდეს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ტესტირების ან საკონკურსო კომისიის მიერ, გასაუბრების ინგლისურ ენაზე ჩატარების გზით, რაზეც მითითება უნდა გაკეთდეს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში.
საკონკურსო შეფასება მიიღება შემდეგი კრიტერიუმებით:
** აკადემიური ხარისხი და კვალიფიკაციის შესაბამისობა გამოცხადებულ ვაკანსიასთან;
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნის დონე;
** პუბლიკაციები / სამეცნიერო ნაშრომები;
კონკურსის ვადები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 04/02/2026
განაცხადების და დოკუმენტების მიღება: 04/03/2026-დან 11/03/2026
გადაწყვეტილების მიღება და გამოცხადება: 16/03/2026
სააპელაციო განაცხადების წარდგენის ვადა: 18/03/2026
საბოლოო შედეგების მიხედვით შერჩეული პირების თანამდებობაზე დანიშვნა: 23/03/2026
კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ელექტრონული სახით, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@kwiu.edu.ge
კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
|
|
|
|