|
დასახელება:
საცალო გაყიდვების მენეჯერი, გაყიდვების ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
არდი დაზღვევა
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიებს გაყიდვების მიმართულებით:
"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე.
ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.
არდი - ცხოვრების ჯერია!
საცალო გაყიდვების მენეჯერი ქ. თბილისში.
ლოკაცია: ზ. ანჯაფარიძის N28;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლის მოძიება/მოზიდვა;
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა ფიზიკურ პირებზე;
** პერსონალური გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენა (B1-B2)
გაყიდვების ასისტენტი
სამუშაო ადგილი - თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის №28.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტებისგან მიღებული ინფორმაციის მიღება/დამუშავება საოფისე პროგრამებში ასახვა;
** გაყიდვების სამსახურის უფროსების/მენეჯერების ასისტირება;
** დოკუმენტბრუნვის მართვა;
** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული მუშაობა;
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი და მართვა;
** საცალო გაყიდვების მენეჯერების მხარდაჭერა კლიენტების სერვისის ნაწილში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია Excel-თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენა (B1-B2)
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.
სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
|
|
|
|