|
დასახელება:
მზარეული
|
| მომწოდებელი:
ბორჯომი ლიკანი
|
|
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 04 მარტი
|
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტის მზარეულის პოზიციაზე.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** ამზადებს მენიუში არსებულ კერძებს სტანდარტებისა და გაწერილი კალკულაციების მიხედვით;
** ახდენს ღორის, ხბოს, ფრინველის და თევზის ხორცის დაჭრას, შეჭრას, ხორცის ძვლებისგან მოცილებას, შეკვრას, ხორცის დაფქვას და ამზადებს ეს ყველაფერი უკვე გამზადებული ფორმით;
** მიწოდების შემდეგ იბარებს, ამოწმებს და ინახავს ხორცს;
** საჭიროების შემთხვევაში იღებს მონაწილეობას სასურველი მენიუს შედგენაში;
** ახდენს კერძების კალკულაციას;
** ზრუნავს კერძების ხარისხსა და ვიზუალზე;
** პერიოდულად ახორციელებს სამზარეულოს საწყობის აღწერას;
** ახდენს პროდუქციის იერსახის, ვადების და მარაგის მუდმივ კონტროლს;
** აკონტროლებს პროდუქტის ვარგისიანობას, იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს;
** უზრუნველყოფს სამუშაო გარემოს მოწესრიგებას, საკვები პროდუქტების დახარისხებასა და შესაბამის ადგილზე განთავსებას და ა.შ.
პიროვნული უნარ ჩვევები:
** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Tinatin.maisuradze@borjomilikaniresort.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|