Робота для біженців з України
ოთახის დიასახლისი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოთახის დიასახლისი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 04 თებერვალი / ბოლო ვადა: 04 მარტი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას ოთახის დიასახლისის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: 950-1050 ლარი.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახორციელებს სასტუმროს ოთახის დალაგებას, პასუხისმგებელია სტუმრის ოთახში მიღება-განთავსების დროს ნომერში წესრიგსა და სისუფთავეზე
** დარჩენილი ნივთის შემთხვევაში აბარებს ნივთს დეპარტამენტის უფროსს ან შესაბამის დეპარტამენტს
** აწარმოებს ყოველდღიურად დახარჯული პროდუქციის აღრიცხვას და დღის ბოლოს ანგარიშს აბარებს მენეჯერს.
** დეტალურად ამოწმებს ოთახს და მინი ბარს სტუმრის მიერ სასტუმროს დატოვებამდე (Check out)
** ახორციელებს ხარჯის აღრიცხვას შესაბამის ფორმაში
** ასრულებს სამუშაოს სასტუმროში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად და ა.შ.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პუნქტუალობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** გუნდურობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Tinatin.maisuradze@borjomilikaniresort.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე